პაატა იმნაძე: ერთხელ ვთქვი, პირ-ცხვირბადე დავარქვათ, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ

15 Jul 2020 16:09

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეის პაატა იმნაძის განცხადებით, ნიღბების ტარება ძალიან ფორმალური გახდა.


„ძალიან ხშირ შემთხვევაში, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნიღბების ტარება ძალიან ფორმალური გახდა. ერთხელ ვთქვი, რომ სახელიც უნდა შევიცვალოთ და პირ-ცხვირბადე დავარქვათ-მეთქი, რადგან პირბადე რატომღაც პირზე უკეთიათ.

ბოლო მაგალითი იცით, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ, აბიტურიენტებისთვის კომფორტული გარემო შექმნილიყო. ამიტომ, წერის დროს დავთანხმდით, რომ ნიღაბი არ ჰქონოდათ და მივიღეთ რა - ერთი აბიტურიენტის გამო, რომელიც ინფიცირებული აღმოჩნდა, ცხრა აბიტურიენტი არის კარანტინში.

არის კვლევები, თუ ინფიცირებულს უკეთია ნიღაბი, ეს 70%-მდე ამცირებს გადაცემის შანსს. თუ ჯანმრთელს უკეთია და ინფიცირებულს არ უკეთია, ეს გაცილებით ნაკლებად ამცირებს გადაცემის შანსს. მაგრამ თუ ორივეს უკეთია, პრაქტიკულად გადაცემის შანსი ნულამდე დადის. ეს არის კვლევების საფუძველზე დადგენილი და ჩვენ მარტო იმას ვამბობთ, იმას ვუწევთ რეკომენდაციას, რაც დადგენილია კვლევების საფუძველზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1003 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.



კომენტარები:

ფართი შოპი