,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის მიერ გაჟღერებულ პოზიციას ეხმაინება.
მისი თქმით, ერთი შეხედვით ანომალიური ამბავი ნორმად მოგეჩვენებათ, როცა გავიხსენებთ, რომ ოპოზიცია და მისი მედია დაკომპლექტებულია საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე კაცთმოძულე და სახიფათო პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებით.
,,პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია, სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
13 ივლისს სახალხო დამცველი გარდაცვლილი, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევერებს შეხვდა. ოჯახმა გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით სახალხო დამცველის ჩართულობას მხარი დაუჭირა.