მელიკ აზარიანცის ხვალინდელი დღე - სილქ როუდ ჯგუფი მთლიანი შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს

03 Sep 2017 02:01

რუსთაველის გამზირზე განთავსებული მელიკ აზარიანცის სახლი (აგებულია 1912-195 წწ) არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსს ატარებს. შესაბამისად მასში თითოეული ცვლილება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად უნდა განხორციელდეს.


წლების განმავლობაში მოუვლელობამ, არასწორი ჩარევის ფორმამ, შენობა მძიმე ფიზიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. ამას ემატება ისიც, რომ კომპლექსი მოიცავს როგორც არქიტექტურულ დეკორს ასევე ღრმა ბარელიეფებს, რომელთა რესტავრირებაც განსაკუთრებულ სპეციალისტთა გუნდის არსებობას მოითხოვს. შენობა მაღალმხატვრული ღირებულებიდან გამომდინარე მეთოდოლოგიურ, გააზრებულ, გამართულ და ფაქიზ სარესტავრაციო პოლიტიკის გამართვას მოითხოვს, რათა შენარჩუნებულ იქნას მელიკ აზარიანცის სახლის აუთენტურობა.


სილქ როუდ ჯგუფი გეგმავს ამ შენობის აღდგენასა და მისთვის ისტორიული სახის დაბრუნებას. რაც ვარდების მოედნის განვითარების გეგმაშიც ჯდება. ამ მიზნით სილქ როუდ ჯგუფმა ეტაპობრივად, 2007 წლიდან მოყოლებული აზარიანცის სახლის მაცხოვრებლების ბინები გამოისყიდა და დღეს შენობის დაახლოებით 90%-ს ფლობს. მობინადრეთა ფართობის გამოსყიდვაში დაახლოებით 15 მილიონი დოლარი შეადგინა.


დღეისათვის კვლევაზე მუშაობს რესტავრატორთა და ხელოვნებათმცოდნეთა ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროექტს შენობის პირველადი გადაუდებელი ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. იგეგმება ფასადის აღდგენითი სამუშაოების მომზადება. შემდეგ ეტაპზე სილქ როუდ ჯგუფი მთლიანი შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს.




კომენტარები:

ფართი შოპი