პაატა იმანძე: კორონა ვირუსთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება სიფრთხილით ცხოვრება

15 Jul 2020 16:20

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონასთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება სიფრთხილით ცხოვრება.


„ვფიქრობ, კორონასთან ერთად ერთი წელი მაინც დაგვჭირდება ჩვენ სიფრთხილით ცხოვრება. სხვათა შორის, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დახურულ სივრცეებში სავალდებულო ნიღბების ტარება ახლა უკვე მიიღეს, რადგან საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა ჰქონდათ ბრიტანელებს, გაცილებით მეტი და მძიმე იყო შემთხვევები, ვთქვათ, მოლარეებში. ანუ, ვისაც ბევრ ადამიანთან აქვს კონტაქტი, მიმღებში ვინც მუშაობენ. მესმის, რომ ძალიან ძნელია არაექიმებისთვის მთელი დღე ნიღბით სიარული. მინდა ვუთხრა, რომ სულ არ არის აუცილებელი, სამედიცინო ნიღბები ატარონ, ე.წ. სოციალური ან საყოფაცხოვრებო ნიღბები სრულიად საკმარისია მათთვის“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი