ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

15 Jul 2020 16:32

ბელარუსის ქალთა ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდის 18 ფეხბურთელი ერთ-ერთი მოთამაშის სქესის შემოწმებას ითხოვს.


გოგონები ეჭვობენ, რომ მინსკის „დინამოს“ ბურკინაფასოელი ლეგიონერი სალიმატა სიმპორე კაცია, მინსკის „დინამოში“ კი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და მათ წინააღმდეგ ბინძური კამპანიაა აგორებული.


კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.



კომენტარები:

ფართი შოპი