მამუკა მდინარაძე კობახიძეზე: მას აქვს შესაბამისი ცოდნა, რომ საარჩევნო პროცესს სწორად გაუძღვეს

15 Jul 2020 16:51

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნას გამოეხმაურა.


„ირაკლი არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი, თუკი ვინმე შეიძლება იყოს კვალიფიციური ამ ქვეყანაში. მას აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები, რომ საარჩევნო პროცესს როგორც იურისტი, როგორც მენეჯერი გაუძღვეს სწორად და კიდევ ერთი დამატებითი რგოლია ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ წარმატებაში, რომელსაც თქვენ 31 ოქტომბერს აუცილებლად ნახავთ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი