აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება

15 Jul 2020 17:30

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მექსიკის საზღვარზე გადაადგილების დროებითი შეზღუდვა 30 დღით გახანგრძლივდება.


„კორონავირუსის გავრცელების შეფასების საფუძველზე მექსიკის შეთავაზებით აშშ-თან საერთო სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა კიდევ 30 დღით გახანგრძლივდება“, - განაცხადეს მექსიკის საგარეო უწყებაში.


ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო შეზღუდვები 21 მარტიდან მოქმედებს. შეზღუდვა ყველა არაარსებით გადაადგილებას ეხება.



კომენტარები:

ფართი შოპი