ეკატერინე ტიკარაძე: ყველა სექტორის კონტროლი გრძელდება, რომელმაც პანდემიის შემდეგ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიიღო

15 Jul 2020 17:33

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ყველა სექტორის კონტროლი გრძელდება, რომელმაც პანდემიის შემდეგ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიიღო.


„შევეცდებით, რომ გაუმჯობესებული იყოს ცნობიერება. ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც შრომის ინსპექციის მხრიდანაა გაცემული კოვოდ პანდემიის პირობებში, არის გადაუდებლად აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, კითხვები ჩნდება პანდემიის მეორე ტალღის მოლოდინებთან დაკავშირები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ დავიცავთ ყველა რეკომენდაციას, რომელსაც ეპიდემიოლოგების პარალელურად გასცემს შრომის ინსპექცია, გვექნება ნამდვილად მეორე ტალღა და ეს იქნება გაცილებით უფრო მძიმე ვიდრე - პირველი. ამიტომ, ყველა სექტორის კონტროლი გრძელდება, რომელთაც ამუშავების ნებართვა მიიღეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი