"მისი სახელი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა, დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა" - ცოტნე ზურაბიანი

15 Jul 2020 17:40

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"დღეს ირინა ენუქიძის დაბადების დღეა. ეს სახელი ჩვენთვის ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ქალბატონმა ირინამ უდიდესი წვლილი შეიტანა მოძალადეებისა და მკვლელების ძალაუფლებიდან ჩამოშორებაში, დანაშაულებრივი სისტემის ნგრევაში.


ამ სისტემის ნარჩენები დღეს ფიზიკურად ვეღარ უსწორდებიან ადამიანებს, თუმცა კვლავ ესწრაფვიან ძალაუფლების მოპოვებას და ამას ისევ ფსიქოლოგიური ტერორით, ქაოსის თესვით ცდილობენ.


მაგრამ სანამ ჩვენს საზოგადოებაში ირინა ენუქიძის ნათელი ხსოვნა ცოცხლობს, მათ ზრახვებს ასრულება არ უწერია."- აღნიშნავს ზურაბიანი.



კომენტარები:

ფართი შოპი