ანი გაბეჩავა: შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად, არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ

15 Jul 2020 17:58

ანი გაბეჩავა, როლის დაბადების დღეც 19 წლის გიორგი შაქარაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა პირველ კომენტარს ჟურნალისტ ელისო კილაძესთან აკეთებს. მისი თქმით, გიორგი შაქარიშვილს არ იცნობდა.


„შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი. როცა ჩხუბი დაიწყო გარეთ, უბნებს „ნახალოვკასა“ და „საბურთალოს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩავერთე მეც. ყველა სტუმარი გავუშვი და ჩვენ გადავწყვიტეთ ლისზე მეგობართან წასვლა“, - ამბობს ანი გაბეჩავა.


მისი თქმით, თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.



კომენტარები:

ფართი შოპი