ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 29 429 ადამიანს დაუდასტურდა

15 Jul 2020 18:31

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 429 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 936 181-ს მიაღწია. 


ბოლო 24 საათში ქვეყანაში 582 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 309-ს აღწევს. ამასთან, 600 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსზე 12 მილიონზე მეტი ადამიანია გამოკვლეული.




კომენტარები:

ფართი შოპი