კახა კალაძე: ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში

15 Jul 2020 18:35

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განაცხადებით, დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში.


„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. პასუხიმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც, რადგან ისიც პოლიტიკის ნაწილია და ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ხდებოდა ეს წინა არჩევნების პირობებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, გუნდში ჯერ თანამდებობებზე მსჯელობა არ ყოფილა.


„ჯერ ამის დროს არ არის, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი არის მზადება საარჩევნოდ, საზოგადოებას წარვუდგინოთ ხედვა, გეგმა იმ კონცეფციასა და პროექტებზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი