ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე 50 ადამიანი ემსხვერპლა

15 Jul 2020 18:47

"BBC"-ის ცნობით, ინდოეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა.


ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.


შტატში 480 დროებითი ბანაკია გახსნილი, სადაც 60 ათას ადამიანზე მეტია განთავსებული.



კომენტარები:

ფართი შოპი