თელავში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

15 Jul 2020 18:52

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზაშვილის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. სოფელ ყარაჯალაში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრებენ, ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

 

ხიზაშვილის თქმით, ჩვილი, საეჭვო სიმპტომებით თავდაპირველად თელავის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს, რის შემდეგაც ბიოლოგიური ნიმუში აუღეს და covid - 19-ზე კვლევამ დადებითი პასუხი აჩვენა.


მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ამ ეტაპზე 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. 


ჩვილის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.



კომენტარები:

ფართი შოპი