საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, თავად ხომ არ იქნება მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, განაცახადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დღეს არის არჩილ თალაკვაძე და ის გააგრძელებს ამ პოზიციაზე მუშაობას.
რაც შეეხება სიაში მისი ყოფნის საკითხს, კობახიძე ამბობს, რომ ეს ჯერჯერობით უცნობია და აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო იღებს.
“რაც შეეხება ზოგადად თანამდებობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებს იღებს პარტიის პოლიტსაბჭო“,- განაცხადა კობახიძემ.