პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნის თაობაზე, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს სიხისტე არ ახასიათებს, თუ საქმე პრინციპულ საკითხებს არ ეხება.
„ირაკლი კობახიძეს აქვს შესანიშნავი მონაცემები კოორდინატორის, ორგანიზატორის. საკმაოდ დადებითი ადამიანია, არავითარი სიხისტე მას არ ახასიათებს, თუ ეს არ ეხება პრინციპულ საკითხებს - ეს ყველას გვახასიათებს. მთავარი რაც უნდა იცოდეთ, ერთი ადამიანის ხასიათი, თუნდაც, ჩემი ხასიათი, გარკვეული ნაკლოვანებები არ განაპირობებს იმას, რომ შტაბი აირჩევს გარკვეულ მიმართულებას იმ ხასიათის მიხედვით, რომელიც გააჩნია რომელიმე ჩვენგანს. ასე რომ, ოპოზიციის ეს განცხადებები უსუსურიც არის და სასაცილოც. იუმორის გრძნობაც ბევრს გაგვაჩნია, გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ოპონენტების რიგებში ადამიანებს აქვთ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე გუშინ დაინიშნა.