ხანძარი იყო წყლულეთშიც... - ფოტორეპორტაჟი

03 Sep 2017 19:27

თბილისთან ახლოს, სააგარაკე დასახლება წყლულეთში ხანძარი გაჩნდა.


ხანძრის დროს წყლულეთში კოტეჯი დაიწვა, ცეცხლი მოედო ბალახებსა და ბუჩქებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი 10 ჰექტარზე გავრცელდა, რის გამოც საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოყენება.


ადგილზე მუშაობდა 10 ავტოცისტერნა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.



კომენტარები:

ფართი შოპი