საქართველო 18-წლამდელ ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

15 Jul 2020 19:49

საქართველო 2022 წელს 18-წლამდელ ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ეს გადაწყვეტილება ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა სხდომაზე მიიღეს.

საბჭოს წევრებმა დადებითად შეფასეს თბილისში, 2017 წელს ჩატარებული ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები, ასევე საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ ბოლო წლებში გაწეული სამუშაო და მაღალ დონეზე ორგანიზებული კლასიკური, საპლაჟო და თოვლის ფრენბურთის ღონისძიებების ხარისხი.


U18 -ის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების კონკრეტული ადგილი, თარიღები და მონაწილეები მოგვიანებით დაზუსტდება.



კომენტარები:

ფართი შოპი