აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 326-მდე გაიზარდა

15 Jul 2020 20:16

ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსით 559 ადამიანი დაინფიცირდა.


პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 25 672 ადამიანი დაავადდა, 326 პაციენტი გარდაიცვალა, 16 695 კი გამოჯანმრთელდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.



კომენტარები:

ფართი შოპი