დონალდ ტრამპი: ევროკავშირი აშშ-ს თავისი ინტერესებისათვის იყენებს

15 Jul 2020 21:05

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა. 


„აშშ მუდმივ კონკურენციაშია უამრავ ქვეყანასთან, მათ შორის ევროპასთან, რომელიც ამერიკას არასდროს ეპყრობოდა კარგად.

ევროკავშირი იმისთვის შეიქმნა, რომ აშშ თავისი ინტერესებისათვის გამოეყენებინა. ევროკავშირი აშშ-ს თავისი ინტერესებისათვის იყენებს. მე ეს ვიცი, თუმცა სხვა პრეზიდენტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ამის შესახებ.

ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები გვაქვს, უბრალოდ ცუდად გვეპყრობიან სავაჭრო საკითხებში. უსამართლოდ გვექცეოდნენ ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



კომენტარები:

ფართი შოპი