მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ერთმანეთს პარლამენტში ადგილებისთვის ებრძვიან

15 Jul 2020 21:19

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი იყო საზოგადოება, რომელთაც ღირებულობითი ერთობა არ ჰქონდათ.


„თუ ვინმეს ჰგონია, თუნდაც სუბიექტურად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან მის ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ვერ გაიყვეს ადგილები, სიის ფორმირებაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ახლა თქვენ გაჯერებენ, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, რომ რაღაც რეიტინგები აქვთ, მაგრამ არ აქვეყნებენ ცოცხალი თავით. ისტერიულად ატარებენ კვლევებს, არ აქვეყნებენ, მაგრამ კარგად იციან, ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ. ამ ფონზე, ისინი ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის, მეტი მიზანი არ გააჩნიათ. დიდი ბრძოლაა შიგნით, ცდილობენ, ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც გამოდის გარეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი