კანიე უესტი წინასაარჩევნო კამპანიას გამოეთიშა

15 Jul 2020 21:41

რეპერი კანიე უესტი, რომელმაც ივლისის დასაწყისში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის სურვილი გამოთქვა, ამ გეგმებზე უარს ამბობს. 

პოლიტიკური კონსულტანტის სტივ კრამერის განცხადებით, უესტი წინასაარჩევნო რბოლაში აღარ მონაწილეობს.


კრამერი მუშაობს კომპანიაში, რომელიცკ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობების შესრულებაში ეხმარება. კრამერი კანიე უესტის კანდიდატურაზე მუშაობდა და ფლორიდისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში ბიულეტენებში რეპერის სახელის შეტანა უნდა უზრუნველეყო.


კანიე უსტმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 5 ივლისს განაცხადა. მას მხარდაჭერა მეუღლემ, კიმ კარდაშიანმა და ილონ მასკმა გამოუცხადეს.




კომენტარები:

ფართი შოპი