"ევროკავშირი შემოდგომაზე კორონავირუსის სეზონურ გრიპთან ინტერაქციისთვის უნდა მოემზადოს"

15 Jul 2020 21:48

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი კვლავ დაუცველი რჩება Covid-19-ის პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში და შემოდგომაზე კორონავირუსის სეზონურ გრიპთან ინტერაქციისთვის უნდა მოემზადოს.


ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მარგარიტის სხინასის განცხადებით, „ვირუსი კვლავ აქ არის და ის განაგრძობს გავრცელებას. ამიტომ თავიდან უნდა ავიცილოთ იმპროვიზაცია“.


ჯანდაცვის საკითხებში ეროკომისარის სტელა კირიაკიდესის განცხადებით, „მომზადება აუცილებელია, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის დადგომამდე“.


„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკები, ჩვენი საზოგადოებები და ჩვენი მოქალაქეები ახალი ტალღისა და სეზონური გრიპის კორონავირუსთან ურთიერთქმედებისგან. მე ამას კოქტეილის ეფექტს ვუწოდებ. სრულად მომზადებულები უნდა ვიყოთ და ეს ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხია“, - დასძინა ევროკომისარმა.




კომენტარები:

ფართი შოპი