8 სექტემბერს, შავი და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმი გაიმართება

06 Sep 2017 21:31

2017 წლის 8 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში, Viva Consult-ს ორგანიზებით და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”-ს მხარდაჭერით გაიმართება  რიგით IV ყოველწლიური კონფერენცია/ფორუმი, რომელიც  ეძღვნება რეგიონში საზღვაო და სახმელეთო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ საკითხებს.  კონფერენცია დაიწყება 09:00 საათზე.


სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში არსებული კრიზისული სიტუაციებიდან და გლობალურ სატრანსპორტო გადაზიდვებში შექმნილი ბარიერებიდან გამომდინარე, შეინიშნება შავი ზღვისა და კასპიის აუზის რეგიონის ქვეყნების კონსოლიდირებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია  საკუთარი სატრანზიტო შესაძლებლობების გამყარებაზე.


რთულმა ეკონომიკურმა რეალიებმა და გლობალიზაციის პროცესებმა მნიშვნელოვნად ასწიეს თამასა ლოჯისტიკაში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასთან მიმართებაში, რომელიც მოითხოვს თანამშრომლობის ახალ ეტაპს, ნოვატორულ მიდგომებს და გადაწყვეტილებებს - სატრანსპორტო-ლოჯისტიკური სისტემების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გამყარებაში.


კონფერენციას ესწრება: რეგიონის  რკინიგზის წარმომადგენლები, სარკინიგზო ოპერატორები, საზღვაო პორტების წარმომადგენლები, ტერმინალები, ავტო-გადამზიდავები, ექსპედიტორები, ლოგისტიკური კომპანიები, საკონტეინერო ხაზები,  ტვირთ მფლობელები, გემთმფლობელები, საინვესტიციო კომპანიები და სხვა.


ფორუმის მრგვალ მაგიდებზე განსახილველ საკითხთა შორის:


  • რეგიონში ტვირთების გადაზიდვაში არსებული ძირითადი ბარიერები და მათი  დაძლევის შესაძლებლობები;
  • რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალი სერვისები და მარშრუტები, საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვებში.
  • რეგიონში სანავთობო  ტვირთების ბაზარი. ლიბერალიზაცია თუ მონოპილიზაცია?
  • იმპორტ-ექსპორტის ძირითადი მიმართულებები; ხორბალი, სამთო-მეტალურგიული პროდუქცია, სასუქები. მოცულობები, პერსპექტივები;
  • საკონტეინერო გადაზიდვები. საკონტეინერო ხაზების სერვისების ოპტიმიზაცია შავი ზღვის რეგიონში;
  • ტვირთების ტრანზიტი შავი ზღვისპირა და კასპიის რეგიონებს შორის.


სამუშაო სესიების დროს უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი რუსულ და ინგლისურ ენებზე.


დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:

 საქართველო: ვასო ურუშაძე  TEL: (+995) 599 024 021 office@hub-georgia.org  

 უკრაინა:  +38 (063)-408-23-24, info@viva-consult.com.ua  http://viva-consult.com.ua/ru/   


კომენტარები:

ფართი შოპი