გიორგი გახარია: პანდემიის შოკი წლის ბოლომდე გაგრძელდება

16 Jul 2020 13:28

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, პანდემიის შოკი და ეკონომიკაზე მისი ზემოქმედება წლის ბოლომდე გაგრძელდება.


„ფინანსთა სამინისტროს დღეს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენ სოციალური, მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სიას, კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქლაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ. მიუხედავად ყველა იმ პოზიტიური ტენდენციისა, კიდევ ერთხელ ვამბობ - შედარებით, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკი გაგრძელდება წლის ბოლომდე, ამ შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, როგორც მინიმუმ. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სოციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა დღეის მდგომარეობით, 721 000-მა მოქალაქემ მიიღო“, - განაცახდა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი