მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია

16 Jul 2020 14:57

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 


„დღეს სამი ახალი დადასტურებული შემთხვევაა და შემთხვევათა რაოდენობა 1006-ია. ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორ შემთხვევასთან დაკავშირებით წყაროს კვლევა გრძელდება.

გუშინ ჩვენ გყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან 3 გამოჯანმრთელდა და 2 პაციენტი გადაყვანილია თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და შესაძლებელი გახდა მათი გადაყვანა“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი