მეგან მარკლმა სამეფო ოჯახიდან წასვლის ნამდვილი მიზეზი დაასახელა

16 Jul 2020 15:01

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა მისი და მისი მეუღლის, პრინცი ჰარის სამეფო ოჯახიდან წასვლის ნამდვილი მიზეზი დაასახელა.


„ინტუიცია ყოველთვის გიკარნახებთ, რა არის სწორი და რა - არასწორი. რა სამართლიანია და რა უსამართლო. ჩემთვის ყველაზე რთული საკუთარი პრინციპების ქმედებებით დამტკიცება იყო. ცვლილებები, რომლებისკენაც თქვენ მიისწრაფვით, ყოველდღიურად არ ხდება. თუმცა, როდესაც უკან მოიხედავთ, დამიჯერეთ, თქვენ დაინახავთ, რომ თითოეული ნაბიჯი მიზანთან გაახლოვებთ.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების დაცვა. ნეგატიური შეფასებები ყოველთვის იქნება, ზოგჯერ ისინი საკმაოდ ხმამაღალი და მტკივნეულია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ამ შეფასებების ჩასახშობად შინაგანი ხმა გამოიყენოთ. ეს შეფასებები - გარე ხმაურია, თქვენი შინაგანი ხმა კი სიმართლეს ამბობს“, - განაცხადა მეგან მარკლმა.


პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.



კომენტარები:

ფართი შოპი