„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი მთავრობას კითხვით მიმართავს, გაივლის თუ არა სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა.
„თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება - რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა „გაუმწვანებელ“ ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს კარანტინს არ ვთხოვთ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.