"მისტერ სმიტი ბრედ პიტის გარეგნობით - ქართულ პოლიტიკაში"

13 Sep 2017 17:27

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბრიტანელი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი აცხადებს, რომ არჩევნებში გადამწყვეტი არის არა მისი ბრიტანელობა, არამედ მისი პრინციპები.


გადაცემაში "პანორამა" ის ამბობს, რომ ლონდონში დარჩენის შემთხვევაშიც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა და იბრძოლებდა იმისთვის, რომ ადგილობრივ პოლიტიკაში წასულიყო.


"ჩემთვის მთავარია ამომრჩეველმა იცოდეს, რომ ჩემი სახით საკრებულოში ეყოლებათ ადამიანი, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ უნდა იყოს ჩვენი ქალაქი. ადამიანი, რომელსაც არ ამოძრავებს რაიმე პარტიული, ფინანსური, ან სხვა სახის ინტერესები, არამედ სიყვარული ქალაქის მიმართ",- აცხადებს სმიტი. 


სხვა კანდიდატების მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ ქალაქის ერთ ერთი დიდი პრობლემა არის ქაოტური მშენებლობა. ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი თვლის, რომ სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესი უნდა გამკაცრდეს.


ასევე, ქალაქში გადაადგილება უფრო უსაფრთხო და მარტივი უნდა იყოს. ამისათვის კი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი თვლის, რომ უნა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ კი მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები, რაც ხელს შეუწყობს გზაზე საცობების აღმოფხვრას.


არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სმიტი მზად არის, იმუშაოს ნებისმიერი მერის პირობებში.


"მნიშვნელოვანია შევქმნათ პროგრესული ალიანსები სხვადასხვა პარტიებთან. ვაპირებ, რომ სერიოზული კრიტიკა გავუწიო საკრებულოში მმართველ გუნდს",- განაცხადა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.


სმიტი საზოგადოებას თავის საარჩევნო პროგრამას უახლოეს მომავალში გააცნობს.


http://primetime.ge/




კომენტარები:

ფართი შოპი