საქართველოში ბარსელონიდან 170 ადამიანი დაბრუნდა

16 Jul 2020 15:37

ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ბარსელონა - თბილისი სამშობლოში 170 ადამიანი დაბრუნდა.


მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. რეისი ავიაკომპანიამ Myway Airlines შეასრულა.




კომენტარები:

ფართი შოპი