თურქეთის ჯარი აზერბაიჯანის მხარეს საომრად მზადაა

16 Jul 2020 15:52

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, თურქეთი და მისი ჯარი მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს სომხეთთან ბრძოლებში.


სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების შეფასებისას აქარმა განაცხადა, რომ ანკარა მოძმე აზერბაიჯანელი ერის ტკივილს იზიარებს.


12 ივლისს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 



კომენტარები:

ფართი შოპი