სტიქიამ კახეთში რამდენიმე სოფელი დააზარალა

16 Jul 2020 15:56

ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის შედეგად კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა.


სეტყვამ ნაფარეულსა და ყვარელში ვენახები დასეტყვა. ასევე, ხეებია წაქცეული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.


თელავის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.


სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.



კომენტარები:

ფართი შოპი