თამარ გაბუნია: დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ

16 Jul 2020 18:43

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საქართველოს არ ჰყავს მძიმე პაციენტები, რომლებიც „სოლიდარობის კვლევაში“ ჩაერთვებოდნენ.


„ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკვლევრები ჩამოყალიბდებიან იმ პროტოკოლზე, რითაც ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენც, რა თქმა უნდა, ამას გავიზიარებთ. ჯერჯერობით წამალი არის, მაგრამ კვლევაში აქტიური პაციენტები ჩართულები არ არიან. სოლიდარობის კვლევასთან დაკავშირებით, ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გარკვეული მოდიფიკაცია და წესების ცვლილებები ხორციელდება; ქვეყანაში სამი ჯგუფისთვის მედიკამენტები ჩამოვიდა, თუმცა უკვე კვლევის პროტოკოლიდან გაქრა. გარკვეული დალაგება სჭირდება ამ სიტუაციას, ვიდრე რეალურად გაეშვება „სოლიდარობის კვლევა“ პაციენტის დონეზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი