კოლუმბიაში შეიარაღებული დაჯგუფებები კარანტინის დამრღვევებს კლავენ

16 Jul 2020 19:18

კოლუმბიაში კარანტინის დამრღვევებს შეიარაღებული ბანდები კლავენ. Daily Mail-ის ცნობით, ქვეყნის 32 შტატიდან 11-ში ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფებები აკონტროლებენ. ხშირ შემთხვევებში მათ მიერ დაწესებული შეზღუდვები ოფიციალურზე უფრო მკაცრია.


მაგალითად, ზოგიერთ რეგიონში კრიმინალურმა დაჯგუფებებმა კომენდანტის საათი გამოაცხადეს, რომელიც 17:00 საათიდან მოქმედებს. რამდენიმე რაიონში სახლიდან გასვლის ნებართვა მხოლოდ სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების თანამშრომლებს აქვთ.


დაწესებული შეზღუდვების შესახებ კრიმინალები მოსახლეობას WhatsApp-ით აცნობენ, დამრღვევებს კი ანგარიშსწორებით ემუქრებიან. 


Daily Mail-ის ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში ბანდების წევრებმა მოკლეს სულ მცირე 9 ადამიანი, რომლებიც რეგულაციების შესრულებაზე უარს ამბობდნენ.



კომენტარები:

ფართი შოპი