ეკა ბესელია: ადამიანი ბოროტი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს როცა რაღაც კეთდება

16 Jul 2020 19:22

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადამიანი ბოროტი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს როცა რაღაც კეთდება, გამწვანდება, გალამაზდება. ეს თავისთავად კარგია.


„რაც არ არის კარგი, ამასაც ვხედავ. ერთი მხრივ, კარგ საქმეს რომ გააკეთებ და მეორე მხრივ, იმდენ ცუდს გააკეთებ, რომ ადამიანებს მდგომარეობიდან გამოიყვან - ეს ეხება ქვეყნის მართვას. კარგად გამოსდის ამ ადამიანს კეთილი საქმეების და გააკეთოს, ქვეყნის მართვას თავი რომ დაანებოს, ეს იქნება ჩემი მთავარი რჩევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


დენდროლოგიური პარკი 15 ივლისს გაიხსნა. მისი დათვალიერება ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია.



კომენტარები:

ფართი შოპი