კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, იტალია საზღვრებს ჩაკეტავს

16 Jul 2020 19:24

ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანზას განცხადებით, იტალია სერბეთთან, კოსოვოსა და მონტენეგროსთან საზღვრებს ჩაკეტავს. მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე მიიღო.


„პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, იტალიაში შემოსვლა ეკრძალებათ. მსოფლიოს პანდემია თავის ურთულეს ფაზაშია. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა დავიცვათ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.



კომენტარები:

ფართი შოპი