ილჰამ ალიევმა საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

16 Jul 2020 19:41

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ალიევმა მამედიაროვის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი.


პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიხუნ ბაირამოვი დანიშნა, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობაში 2018 წლიდან განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა.


ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა. კერძოდ, ალიევის განცხადებით, მან 12 ივლისს საგარეო უწყების ხელმძღვანელის სამუშაო ადგილზე პოვნა ვერ მოახერხა.




კომენტარები:

ფართი შოპი