„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, არჩევნებზე მოქალაქეებს პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ექნებათ საშუალება, ამა თუ იმ პარტიას ხმა მისცენ.
„ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საზოგადოების წინაშე არ დგას არჩევანი – „ქოცი“ ან „ნაცი“. არის მრავალფეროვანი სპექტრი და ყველა ადამიანს თავისი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად ექნება საშუალება, ამა თუ იმ პარტიას მისცეს ხმა. რაც უფრო მეტი მრავალფეროვნება იქნება, მით უფრო უკეთესი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება მომავალი კოალიცია, რომელიც შეიქმნება „ქარული ოცნების“ დამარცხების შემდეგ. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია გაიმარჯვებს, რადგან საყოველთაო ჩამოყალიბებული აზრია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მართლაც გააღარიბა ქვეყანა, ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.