ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან სერბეთი და მონტენეგრო ამოიღო

16 Jul 2020 21:00

ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ. ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ორი ქვეყანა ამოიღო.


სია, რომელიც 14 ქვეყანას ითვლიდა, 12-მდე შემცირდა. კერძოდ, უსაფრთხო ქვეყნებად სერბეთი და მონტენეგრო აღარ ითვლებიან.

შესაბამისად, ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, საზღვრები გაუხსნას საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კანადის, მაროკოს, რუანდის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს.


რაც შეეხება ჩინეთს, ევროკავშირი საზღვარს მხოლოდ ორმხრივი მზაობის შემდეგ გაუხსნის.



კომენტარები:

ფართი შოპი