დომინიკ რააბი: რუსეთი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდა

16 Jul 2020 21:03

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თითქმის სრული სიზუსტით დაასკვნა, რომ რუსი აქტორები უკანონოდ მოპოვებული სამთავრობო დოკუმენტების გავრცელების გზით 2019 წლის არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ.


მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის დემოკრატიაში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა „სრულიად მიუღებელია“.


რააბის განცხადებით, ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დახმარებით დაწყებულია გამოძიება და ლონდონი უფლებას იტოვებს, მსგავს შეტევებს მომავალშიც უპასუხოს.


BBC-ის ინფორმაციით, საუბარია დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოკუმენტებზე, რომელიც ინტერნეტ-პლატფორმა Reddit-ზე 2019 წლის არჩევნების წინ გამოქვეყნდა და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.




კომენტარები:

ფართი შოპი