გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა.
,,სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, გამოძიებას ჩვენთან კითხვები არ ჰქონია. მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი”, - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ.
ცნობისთვის, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.