დიმიტრი პესკოვი: რუსეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვის მცდელობებთან კავშირი არ აქვს

16 Jul 2020 22:43

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ოფიციალური ლონდონის ბრალდებას გამოეხმაურა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ.


„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ვის შეეძლო დიდ ბრიტანეთში ფარმაცევტულ კომპანიებსა და კვლევით ცენტრებზე კიბერშეტევის განხორციელება. მხოლოდ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვათ: რუსეთს ამ მცდელობებთან კავშირი არ აქვს. ჩვენთვის მიუღებელია ამგვარი ბრალდებები“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.


დღეს დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის მოპარვას ცდილობენ. კერძოდ, საუბარია ბრიტანულ, ამერიკულ და კანადურ კვლევით ორგანიზაციებზე, რომლებიც ვაქც ინის შექმნაში არიან ჩართულნი.



კომენტარები:

ფართი შოპი