ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოს აქვს შანსი, ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, გარკვეული რაოდენობა მიიღოს

16 Jul 2020 22:48

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩართულები ვართ „სოლიდარობის კვლევაში“, ეს ზრდის საქართველოს შანსს იმისთვის, რომ თუ დადასტურდება კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობა. საქართველო იქნება იმ ქვეყნების სიაში, რომლისთვისაც ვაქცინის გარკვეული რაოდენობა გამოიყოფა.


„დაწყებულია მედპერსონალის გადამზადება და კლინიკების გადაიარაღება. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ ვაძლიერებთ კონტროლს ჰოსპიტლურ ქსელებზე. პაციენტის მიღება უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც პაციენტებისთვის, ასევე იქ მყოფი თანამშრომლებისთვის. რეგულაციების დაცვა და შემდეგ ამის გადამოწმება სპეციალური სამსახურისგან, რამდენად არის კლინიკა მზად პაციენტების მისაღებად.

სრულად არის შესწავლილი, რამდენი სუნთქვის აპარატი უნდა იყოს და როგორ უნდა გადანაწილდეს. ხდება კლინიკების გადაიარაღება“, - განაცახადა ტიკარაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი