ვახტანგ კალოიანი: ადამიანებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის კვლევის პირველი ეტაპი წარმატებულია

17 Jul 2020 00:51

კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ვაქცინასთან მიმართებაში გარკვეული სიახლეები არის. ამერიკულმა კომპანიამ ის უკვე ადამიანებზე გამოსცადა, კვლევამ 2 ფაზა წარმატებით გაიარა.


„ერთი მხრივ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დადგინდა ის, რომ ამ ვაქცინის შეყვანის შემდეგ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ახალ ინფიცირებულ და ახლად განკურნებულ, დაავადება გადატანილ ადამიანში. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ეფექტურია და შემდგომი კვლევების გაგრძელებას აზრი აქვს, რომელიც უკვე დაგეგმილია 27 ივლისიდან და დასრულდება 27 ოქტომბრამდე“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 883 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 



კომენტარები:

ფართი შოპი