შსს-ში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმეების გამოკითხვა დასრულდა. გამომძიებლების შეკითხვებს მარიამ ადეიშვილი, ლიზი ნადირაძე და მარიამ ხატისკაცი პასუხობდნენ.
ერთ-ერთი მოწმის, მარიამ ხატისკაცის განცხადებით, მას გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე არ დაუპატიჟებია და მისთვის უცნობია, ვინ დაპატიჟა ფეხბურთელი. ხატისკაცის თქმით, შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ამავე საქმის ერთ-ერთი მოწმისგან, ლიზი ნადირაძისგან გაიგო.
„სოციალურ ქსელთან დაკავშირებით დაადგინეს რაღაც დეტალები და სოციალური ქსელები შეამოწმეს. მიმოწერასთან დაკავშირებით იყო კითხვები“,- განაცხადა მოწმე მარია ხატისკაცმა.