ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიის განახლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაბალმა მაჩვენებელმა, ასევე ვირუსის მართვამ იმოქმედა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო.
„საქართველოში ეპიდსიტუაციამ და ვირუსის გავრცელების დაბალმა მაჩვენებელმა, ასევე ვირუსის მართვამ იმოქმედა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ევროსაბჭომ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყოველ ორ კვირაში მოხდება ამ ქვეყნების სიის გადახედვა. შესაბამისად, გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საქართველო აგრძელებს მართვის იმ რეჟიმს, რომელსაც ჩვენ უკვე ექვსი თვეა მივმართავთ“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ახალ სიაში 14 ქვეყნის მაგივრად 12 ქვეყანაა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში აღარ შედიან სერბეთი და მონტენეგრო. საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება.