საბერძნეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 35 შემთხვევა დაფიქსირდა

17 Jul 2020 01:34

საბერძნეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის არიან ტურისტებიც.


დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 3 939 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 193 ლეტალური აღმოჩნდა.


ქვეყანაში კვლავ აღდგება ყოველდღიური ბრიფინგები „კოვიდ-19“-ზე, რადგან მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობა შეზღუდვებსა და რისკებს საკმარისად სერიოზულად აღარ აღიქვამს.



კომენტარები:

ფართი შოპი