ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ

15 Sep 2017 17:12

ნინო გედენიძე, ექიმი:



სრულიად საქართველოს საზოგადოებავ, პატივცემულო კოლეგებო, ძვირფასო პაციენტებო, მოგმართავთ თხოვნით მხარში დაგვიდგეთ და გამოხატეთ თქვენი პოზიცია იმ უასამრთლობის გამო, რაც ხდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მისამართით.


საავადმყოფოს ტერიტორია და შენობა–ნაგებობები გასხვისებულია უკანონოდ "ნაციონალების" დროს.  ჩვენი კოლექტივი შრომობს გაუსაძლის პირობებში, ამორტიზირებულ შენობებში, ერთგულად ემსახურება ხალხს და ქვეყანას. 


მიუხედავად არაადამინური პირობებისა ცენტრის პერსონალის პროფესიონალიზმითა და თავდადებით გახდა შესაძლებელი მძიმე და სოციალურად საშიში დაავადებების ეპიდემიის თავიდან აცილება. ჩვენი კოლექტივით აღფრთოვანებულია საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება, რასაც ადასტურებს ჯანმოს ჯილდო, ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამა, დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის ელიმინაციის პროგრამის დაგეგმვა და ა.შ. 


ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ექსკლუზიური სერვისის მიმწოდებელია და სადღეისოდ არ ჰყავს ანალოგი ქვეყნის მასშტაბით.


ინფექციური პათოლოგის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ესაჭიროება ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა თიბისისის ცენრტალურ ადგილას, რასაც მრავალჯერ დაგვპირდა ჯანდაცვის სამინისტირო. დაპირება არ შესრულდა და ეჭვი გვაქვს, რომ არც არასოდეს შესრულდება. ჩვენ იმედმა გაგვაძლებინა ეს წლები. ვფიქრობდით, რომ ჩვენი ერთგულება, მორჩილება და შრომა – საბოლოო ჯამში დაგვიფასდებოდა.


თუ ხელისუფლებას აქვს სახელმწიფოებრივი ხედვა აუცილებლად უნდა ხვდებოდეს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი უნდა იყოს სახელმწიფო დაქვემდებარებაში და ჰქონდეს შესაბამის სტანდარტთან შესაბამისობაში მყოფი პირობები. ინფექციური დაავადებები გადამდებია და არავინ იცის რომელი ეპიდემია გველოდება წინ, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ბერკეტი ეპიდემიის სამართავად. 


სრულიად საქართველოს მოსახლეობავ, ვისაც შეგტკივათ გული ქვეყნისთვის– დაგვიდექით გვერდში ნებისმიერი ფორმით. გარწმუნებთ, ახალის ინფექციური საავადმყოფოსთვის ტერიტორიის გამოყოფა და აშენება, ეროვნული საქმეა.


კომენტარები:

ფართი შოპი