I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა

17 Jul 2020 11:48

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. 


უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე ქაბულში გაიმართა. 

I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ჩაანაცვლა. 


უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 


I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. 

ქართველი სამხედროების ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ძალთა დაცვის ამოცანების შესრულება იქნება.



კომენტარები:

ფართი შოპი