აშშ და კანადა რუსეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკაშირებული ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებენ

17 Jul 2020 12:10

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო რუსეთს ინფორმაციის მოპარვის მიზნით კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა კანადის კომუნიკაციების უსაფრთხოების ცენტრმა.


აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში საუბარია ჰაკერულ ჯგუფებზე – „მყუდრო დათვსა“ და „ჰერცოგებზე“, რომლებიც რუსეთს სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული.


აშშ-ში აცხადებენ, რომ კიბერდამნაშავეებს „შეუძლიათ, მოიპარონ ინფორმაცია და ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც დაკავშირებულია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებასა და ტესტირებასთან. კანადის სადაზვერვო სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ „მყუდრო დათვებმა“ ინფორმაციის მოპარვის მიზნით პროგრამები „ველმესი“ და „ველმეილი“ გამოიყენა.




კომენტარები:

ფართი შოპი